ირაკლი ქადაგიშვილი - ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, ის არასდროს დასწრებია პარლამენტის სხდომებს, საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია
ირაკლი ქადაგიშვილი - ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, ის არასდროს დასწრებია პარლამენტის სხდომებს, საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, გადაწყვეტილების მიღება ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.

„სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს არ დასწრებია პარლამენტის სხდომებს და საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.