ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაზე ამორალურია, როცა საზოგადოებას აბულინგებ, სიტუაციას ძაბავ, რევოლუციისთვის იყენებ პატიმრის მდგომარეობას
ყველაზე ამორალურია, როცა საზოგადოებას აბულინგებ, სიტუაციას ძაბავ, რევოლუციური მდგომარეობისთვის იყენებ პატიმრის მდგომარეობას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ ზრუნავებ, რომ ოპოზიციის დესტრუქციული მიზანი რეალობა არ გახდეს.
„ყველა პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს და ექნება კიდეც. როცა პატიმრის უფლების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, მაინტერესებს, იზღუდებოდა თუ არა პატიმრის უფლება და ღირსება, ასევე ხდებოდა თუ არა პატიმრით მანიპულირება, როც 35 დღის განმავლობაში გვეუბდნებოდნენ, რომ ადამიანი ყოველდღიურად კვდებოდა და შიმშილობა იყო მომაკვდინებელი, რომელდაც ის ახორციელებდა. 35 დღის თავზე, პენიტენციური სისტემა იძულებული გახდა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, მადლობა ღმერთს, ადამიანი არ კვდება, მას აქვს კვების განსაკუთრებული რეჟიმი, რაც უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და არანაირი ლეტალური შემთხვევის დადგომაზე საუბარიც კი არ არსებობს. მის ჯანმრთელობას მუდმივად კონსიულიუმი აკვირდებოდა.
ყველაზე ამორალურია, როცა საზოგადოებას აბულინგებ, სიტუაციას ძაბავ, რევოლუციური მდგომარეობისთვის იყენებ პატიმრის მდგომარეობას. პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მისი ბადრაგირება რისკებთან იყო დაკავშირებული, რა რისკებია, ვიცით, რადგან სუს-ის განცხადება იყო. დიახ, ჩვენ გვეშინია, რომ ოპოზიციის უგუნურმა მოქმედებებმა უფრო მძიმე შედეგებამდე არ მიიყვანოს პატიმრის და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. აღვირახსნილი კამპანია, რომელსაც ოპოზიცია და მისი იდეოლოგიური მანქანები ეწევიან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მათი მიზანია ქვეყანა კონსტიტუციურ დღის წესრიგს ააცილონ, ჩვენ სწორედ ამის პრევენციას ვახორციელებთ. გვეშინია კი არა, ვზრუნავთ, რომ ოპოზიციის დესტრუქციული მიზანი რეალობა არ გახდეს.