ირაკლი ქადაგიშვილი - ყაველაშვილის, სუბარისა და ხუნდაძის განზრახვაა, უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის განზრახვაა, რომ უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს.
მისივე თქმით, მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ მიზნის ტორბედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე
„ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებენ. როგორც მესმის, ამ ადამიანების განზრახვაა, რომ უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად, მაგრამ მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ ამ მიზნის ტორბედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.