ირაკლი ქადაგიშვილი - წარდგენილი კანონი არის ქართული, ეს სიმართლე მისაღები გახდება ევროპული პოლიტიკური ელიტის ნაწილისთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვისაც
საზოგადოების ნაწილი არის, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენ რეალურად რაღაცას ვაშავებთ და ევროპასთან ურთიერთობას ვიფუჭებთ. არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც უნდა, ამ ხალხის მისწრაფება გამოიყენოს თავისი, ძალიან კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რადიკალიზაციისთვის და მრავალჯერ არშემდგარი რევოლუციის ხელახლა გასამეორებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა მიმდინარე აქციების საბოლოო წარუმატებლობის არის, რომ კანონი, რომლის გარშემოც მიდის ვნებათაღელვა, არანაირად არ არის რუსული.
„არის ქართული კანონი და ამ კანონში ევროპის ყველა ფუნდამენტური უფლება პირწმინდათაა დაცული. გამომდინარე აქედან, ეს სიმართლე გასაგები და მისაღები გახდება ევროპული პოლიტიკური ელიტის ნაწილისთვის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.