ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებასთან ერთად, მოქალაქეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს დაპირისპირებას, უნდა შეჩერდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებასთან ერთად, მოქალაქეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს დაპირისპირებას, უნდა შეჩერდეს

ვფიქრობ, ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასეთ დაპირისპირებას, შეჩერებული და გადადებული უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, თუ საზოგადოებას არ ექნება პასუხისმგებლობის აღქმის უნარი, მხოლოდ სახელმწიფო ვერ იქნება ერთადერთი, რადგან საზოგადოება არ არის მხოლოდ სახელმწიფო.

„დაახლოებით ათი დღის წინ ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, რომ ყველა კონტექსტის გათვალისწინებით თავი შეგვეკავებინა ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ნებათაღელვას. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ეს გამოიწვევდა გარკვეულ ნებათაღელვას. ამას ვიყურებთ რუსთაველის გამზირზე. სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს და რაიმე ისეთი ექსცესი არ მოხდეს, რაც დააზიანებს ადამიანებს და უსაფრთხოების პრობლემას შეუქმნის მოქალაქეებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.