ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება
ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის მოსაზრებით, ოპოზიციაში უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გადაადგილებები იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ქადაგიშვილი იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთაც განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ოპოზიციამ გარეთ.

„მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. მისი ჯანმრთელობა სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და პენიტენციური სისტემა იღებს გადაწყვეტილებებს. რა სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს, ეს ექიმების გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება და ამის დასტურია მათი განცხადებები. რა სახის ცვლილებები იქნება, ამას ახლო მომავალში ვნახავთ, – განაცხადა ქადაგიშვილმა.