ირაკლი ქადაგიშვილი - სასამართლო სისტემა მაღალი ავტონომიურობით გამოირჩევა, „ვეტინგი“ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება და რამდენიმე მიმართულებით არის პრობლემური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ვეტინგი“ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება და რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.
„გაუგებარია, ვინ შეიძლება შეამოწმოს ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირის, როგორიც მოსამართლეა, პროფესიონალიზმი ან კეთილსინდისიერება? უცხო ქვეყნის მოქალაქე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი რით არის? ან უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს ქართველი მოსამართლე, ამის ახსნა შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები ან შიდა ექსპერტები რატომ არიან ამ ლეგიტიმაციის მქონე? მათი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება რით არის არსებულ მოსამართლეზე უკეთესი? სასამართლო სისტემა მაღალი ავტონომიურობით არის გამორჩეული და კანონმდებლობა უმაღლესი სტანდარტისაა. როცა რეალური შენიშვნა არ არის, შემდეგ იწყება საუბარი იმაზე, რომ მოსამართლის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი გადავიდეს არალეგიტიმური კონსტიტუციური ჯგუფის ხელში. არასამთავრობოები ეტყვიან, მწვანეს აგინთებ, მოსამართლე იქნები, თუ არადა წითელს აგინთებთო. ეს მიდგომა მიუღებელია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.