ირაკლი ქადაგიშვილი - სირცხვილია იმ პოლიტიკოსთა საქციელი, რომლებიც სხვისი ვაჟკაცობით ფიქრობენ პოლიტიკური მიზნების მიღწევას
ირაკლი ქადაგიშვილი - სირცხვილია იმ პოლიტიკოსთა საქციელი, რომლებიც სხვისი ვაჟკაცობით ფიქრობენ პოლიტიკური მიზნების მიღწევას

ორი რამ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან, ერთია სოლიდარობა უკრაინის მიმართ და მეორეა, უკრაინელების ბრძოლის ხარჯზე რომ სურთ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მოწყობა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ყველას უფლებაა და ამას არავინ ზღუდავს.

„სირცხვილია იმ პოლიტიკოსების საქციელი, ვინც სხვისი ომით, სხვისი ვაჟკაცობთ ან სხვისი სისხლით ფიქრობენ თავიანთი პოლიტიკური მერკანტელური მიზნებისა და შედეგების მიღწევას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.