ირაკლი ქადაგიშვილი - შეთანხმებაში საუბარია, რომ ამნისტია ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის პოლიციელზეც
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამნისტია შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია, რომელსაც ბოლომდე მიიყვანენ.
„ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ. დანაჩენი, როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, ყველას პიროვნული საქმეა, იქნება თუ არა ციხეში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, ამნისტია ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს.
„შეთანხმებაში საუბარია, რომ ამნისტია ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს. საუბარი იყო იმაზე, პოლიციელებზე უნდა გავრცელდეს თუ არა, რა თქმა უნდა, გავრცელდება პოლიციელზეც. არგუმენტად იყო მოყვანილი, რომ თუ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას, რაც კონვენციით რეგულირდება, ასეთ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, მაგრამ ამ შემთხვევაშივ ასეთი ფაქტი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.