ირაკლი ქადაგიშვილი - შავი ყორანი ევროპული ლოზუნგებით რაც არ უნდა ხეხო, ვერასდროს გათეთრდება
შავი ყორანი ევროპული ლოზუნგებით რაც არ უნდა ხეხო, ვერასდროს გათეთრდება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციას იმ დონემდე ვერ მიიყვანს, რომ ძალაუფლება მოიპოვონ.
„ეს არის მორიგი ფეიკლოზუნგი, როგორიცაა „რუსული კანონი“. ამ ფეიკევროპელების უკან ავტორიტარიზმისა და დესპოტური მმართველობის შემქმნელი პოლიტიკოსები იგულისხმებიან, ანუ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. რა თქმა უნდა, შავი ყორანი ევროპული ლოზუნგებით რაც არ უნდა ხეხო, ვერასდროს გათეთრდება. სამწუხაროდ, პრეზიდენტი რეზიდენტად იქცა და ოპოზიციას იმ დონეზე ვერ მოიყვანს, რომ ისინი საქართველოში ძალაუფლებაში მოვიდნენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.