ირაკლი ქადაგიშვილი - საკითხები, რომლებსაც სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს, შეთანხმების საგანი ვერ გახდება
ირაკლი ქადაგიშვილი - საკითხები, რომლებსაც სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს, შეთანხმების საგანი ვერ გახდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საკითხები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს, მხარეებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

მისივე თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ.

„ყველა მოთხოვნაზე, რომელიც სამართლებრივ სისტემაში დევს და ყველა საკითხზე, რომელიც გვეხმარება, უფრო დემოკრატიული გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, იქნება შეთანხმება მიღწეული. თემები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია, შეთანხმების საგანი ვერ გახდება. სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. უსაფუძვლოდ მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნები, რომლის უკან რეალურად დგას ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობა, ვერ იქნება აღქმული რელევანტურად ვერც ამომრჩევლის და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.