ირაკლი ქადაგიშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთადერთი მიზანია, საგამოძიებო პროცესი იყოს დისკრედიტირებული და შეფერხებული, მიზანშეწონილი არ არის ამ პროცესის შეფერხება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ე.წ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი საგამოძიებო პროცესის შეფერხებაა.
როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიზანშეწონილი არ არის, გამოძიების პროცესის შეფერხება მოხდეს.
„ქოლცენტრების საქმეზე საერთაშორისო დონის გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიის ერთადერთი მიზანია, რომ საგამოძიებო პროცესი იყოს დისკრედიტირებული და შეფერხებული. მიზანშეწონილი არ არის, როცა გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს, ამ პროცესის შეფერხება მოხდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.