ირაკლი ქადაგიშვილი -  საერთო სახალხო ერთობას ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი კრეს, მათი ლოზუნგია ერთობა დესტაბილიზაციისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - საერთო სახალხო ერთობას ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი კრეს, მათი ლოზუნგია ერთობა დესტაბილიზაციისთვის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საერთო სახალხო ერთობას, რომელიც ამომრჩეველმა ასე მრვალფეროვნად წარმოუდგინა ჩვენს ქვეყანას, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი კრეს.

მისივე თქმით, მათი განცხადებები საერთო სახალხო ერთობაზე ფუჭია.

„ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში საერთო სახალხო ერთობა არჩევნების შემდეგ დგება. საერთო სახალხო ერთობას, რომელიც ამომრჩეველმა ასე მრვალფეროვნად წარმოუდგინა ჩვენს ქვეყანას, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი კრეს. მათი განცხადებები საერთო სახალხო ერთობაზე ფუჭია, რომლის უკანაც არანაირი შინაარსი არ დევს და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ამ ქვეყანაში რამენაირად დესტაბილიზაცია მოხდეს. ერთობა დესტაბილიზაციისთვის – ეს არის მათი ლოზუნგი, შანსები კი, დესტაბილიზაციის არის მინიმალური“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.