ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი უკრაინიდან პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოზე შეტევა, პოლიციელებისა და მათი ოჯახების დატერორება
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი უკრაინიდან პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოზე შეტევა, პოლიციელებისა და მათი ოჯახების დატერორება

სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა. მისასალმებელია, რომ აღსრულების პროცესი შესრულდა და ჩატადა კანონის სრული დაცვთ. მინიმალური რისკები იყო დაშვებული იმისთვის, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო და ამას რაიმე მნიშვნელოვანი ექსცესი არ მოჰყოლოდა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ქციებზე საუბრისად ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ საქრთველოში სიტყვის, მათ შორის საპროტესტო აქციების თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ აქცია მშვიდობიანი ფორმით ჩატარდება, მონაწილეებს წინააღმდეგობას არავინ გაუწევს.

„რაც შეეხება საპროტესტო აქციას, საქრთველოში სიტყვის, მათ შორის საპროტესტო აქციების თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია. არავის ამ აქციის ჩატარების დროს წინააღმდეგობა არ შეხვდება, თუ ეს ყველაფერი მშვიდობიანი იქნება და იმ კანონის დაცვით წარიმართება, რა კანონითაც რეგულირდება ეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც არჩევნების შედეგი უკვე ცნობილი გახდა და „ქართულმა იცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოში გამოცხადდა სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციური სცენარის გათამაშების ქრონიკა.

თანმიმდევრულად და დაბეჯითებით ე.წ. რადიკალური ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი კვლავ ამოქმედებულიყო. ამასთან დაკავშირებული იყო ყველა მათი განცხადებაც. დაწყებული, ვითომ გაყალბებული არჩევნებით. როდესაც ნახეს, რომ ამით არაფერი არ გამოუვიდათ, შემდეგ გადავიდნენ ე.წ. დაუმორჩილებლობის სტრატეგიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო ნიკა მელიას მიერ პირდაპირი პროვოცირება იქითკენ, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე პირდაპირი შეტევა, რაც ორკესტრირებული იყო. ჩვენ ვხედავდუთ ერთი მხრივ, ნიკა მელია სამართლებრივ სივრცეში კი არ აპროტესტებდა მის იმდროინდელ სამართლებრივ მდგომარეობას, არამედ პირდაპირ აცხადებდა, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელმაც უნდა დაამხოს სახელმწიფო ყველა მისი ინსტიტუციით. რადგან სახელმწიფო ვერაფერს ვერ მიზამს, სასამართლო არ მაინტერესებს, ვერც დამიჭერთ და ვერაფერი ვერ მოხდება, რადგან სახელმწიფო არ არის. ჩვენ ის რევოლუციონერები ვართ, ვისაც შეგვიძლია 100 წლის თავზე ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩამოვამხოთ.

ამავდროულად სააკაშვილი, რომელიც საერთოდ ცალკე თემაა, უკრაინიდან პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოზე შეტევა. როგორ უნდა მოხდეს პოლიციელების და მათი ოჯახების დატერორება. აქ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული ქრონიკა, თუ როგორ უნდა ჩამოიქცეს სახელმწიფო. არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც იქ იკრიბება, არ დასვა ერთი შეკითხვა იმ შეკრების დროს- არის ეს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნებისმიერი გზით ხელში ჩაგდება. დღეს რიგგარეშე არჩევნებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

ამერიკის საელჩოს განცხადებაში რაც წერია მესმის. ჩვენ პირველ რიგში, ვდგავართ სწორედ იმ გზაზე, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს, რომელსაც ექნება არა მოჩვენებითი, არამედ რეალური პერსპექტივა, რათა ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას რეალურად მივაღწიოთ. მესმის, რომ ამ გზაზე ის ქმედებები, რაც ოპოზიციამ მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთა, დამაზიანებელია. ბუნებრივია, ასეთ შეფასებებსაც იწვევს, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მუშაობას სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. მეტი და დაჟინებითი მუშაობა გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად იყოს ახსნილი და გაანალიზებული ის, თუ რა საფრთხეების წინაშე დგება ქვეყანა, როდესაც მის ყველა ინსტიტუციას, პოლიციას, სასამართლოს და მოქალაქეს პირდაპირ ემუქრებიან, ამას პარტნიორებს აქამდეც ვუხსნიდით და კიდევ გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.