ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩასაგდებად და ახლა ყველანაირად ცდილობენ ამ ჩავარდნილი ოპერაციიდან მის დახსნას
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩასაგდებად და ახლა ყველანაირად ცდილობენ ამ ჩავარდნილი ოპერაციიდან მის დახსნას

სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩასაგდებად და ახლა ყველანაირად ცდილობენ, ამ ჩავარდნილი ოპერაციიდან მის დახსნას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე.

„ეს არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, ფაქტების მანიპულაცია და დამახინჯება, ქართული კანონების უპატივცემულობა. სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩასაგდებად და ახლა ყველანაირად ცდილობენ ამ ჩავარდნილი ოპერაციიდან მის დახსნას. თან ისე დახსნას, რომ ისევ საქართველო დააზიანონ ყველა მიმართულებით, რადგან მათი ლოგიკა იმას ემყარებოდა, რომ ის სახელმწიფომ მოწამლა, აწამებენ. საქმე გვაქვს სრულ მანიპულაციასთან და ალბათ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსება და სამართლიანობა დავიცვათ. ძალიან სამარცხვინოა, როცა ასე – ევროკავშირის მაღალი იდეალების გაერთიანების დროს – ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მანიპულირება ხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.