ირაკლი ქადაგიშვილი - როცა რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცე-სპიკერით იქნება უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება
ირაკლი ქადაგიშვილი - როცა რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცე-სპიკერით იქნება უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება

წლების წინ პარლამენტში უმრავლესობის და ოპოზიციის კვოტით სამ-სამი ვიცე-სპიკერი იყო, შემდეგ მათი რაოდენობა ორ-ორ ვიცე-სპიკერამდე დავიდა, რეგლამენტი პირვანდელ ვარიანტს უბრუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სამი ვიცე-სპიკერი ოპოზიციას ეყოლება, სამი ვიცე-სპიკერი – უმრავლესობას, ხოლო პირველი ვიცე-სპიკერის დასახელება კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა იქნება.

„როცა რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცე-სპიკერით იქნება უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება. ოპოზიციაში მეტი პოლიტიკური ჯგუფია, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ვიცე-სპიკერების რაოდენობის დამატება გამოწვეულია თუ არა იმით, რომ არიან კონკრეტული დეპუტატები, ვისაც ვიცე-სპიკერად არჩევა უნდათ, ქადაგიშვილი აცხადებს, „რა თქმა უნდა, უნდათ“.