ირაკლი ქადაგიშვილი - რობინ დანიგანის განცხადებები კარგი დასაწყისია, ვფიქრობ, მისი საქმიანობა გააღრმავებს, განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კურსს
ირაკლი ქადაგიშვილი - რობინ დანიგანის განცხადებები კარგი დასაწყისია, ვფიქრობ, მისი საქმიანობა გააღრმავებს, განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კურსს

რობინ დანიგანის განცხადებები არის კარგი დასაწყისი, ვფიქრობ, მისი საქმიანობა გააღრმავებს და განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კურსს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, რობინ დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კერძოდ, ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დანიგანის იმ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველომ გაგზავნა ენერგეტიკული აღჭურვილობა, მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი“.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთი არის, რაც რეალურად ხდება და მეორეა აღქმები, რასაც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და გარეთ ხელს უწყობენ. კარგია, თუ ახალი ელჩი სწორედ ობიექტურ ვითარებაზე, ობიექტურ სურათსა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიერ გადადმულ ნაბიჯებზე იქნება ორიენტირებული. ახალი ელჩის განცხადებები არის კარგი დასაწყისი, კარგი განაცხადია. ვფიქრობ, რომ მისი საქმიანობა გააღრმავებს და განამტკიცებს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კურსს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, იმუშავებს საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან, რათა დაეხმაროს ევროკავშირთან, ნატო-სთან ინტეგრაციის სურვილის განხორციელებაში.