ირაკლი ქადაგიშვილი - რობინ დანიგანის დიპლომატიური გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ იქნება მიმართული
ირაკლი ქადაგიშვილი - რობინ დანიგანის დიპლომატიური გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ იქნება მიმართული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რობინ დანიგანის დიპლომატიური გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ იქნება მიმართული.

„რამდენადაც ვიცი, ახალი ელჩის სამუშაო გამოცდილება გადის ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა კუბა, ვიეტნამი, თურქეთი. ანუ, გამოცდილი დიპლომატია. საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ დიპლომატიური მისიები ისეთ ქვეყნებში აქვს შესრულებული, სადაც ამერიკას სურდა, რომ კონსტრუქციული დამოკიდებულება და პოლიტიკა აღედგინა ან დაემკვიდრებინა ამ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი დიპლომატიური გამოცდილება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყოველთვის კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ იქნება მიმართული“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.