ირაკლი ქადაგიშვილი - რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო პროცესი უმრავლესობასთან ერთად თუ არ მიმდინარეობს, შედეგი ვერ ექნება, ეს თვალში ნაცრის შეყრაა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პროცესში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
მისივე თქმით, თუ სამუშაო პროცესი უმრავლესობასთან ერთად არ მიმდინარეობს, შედეგიანი ვერ იქნება.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უმრავლესობისგან განცალკევებული შეხვედრები პროცესისთვის ხელის შეშლაა.
„ეს არის რეკომენდაციების შესრულებისთვის პროცესის ხელშეშლა. პროცესში მონაწილეობა უნდა მოხდეს უმრავლესობასთან ერთად, სხვანაირად გადაწყვეტილება არ მიიღება. რომ არ თქვან, სახლში ისხდნენ, ამიტომ, პროცესის იმიტაციას აკეთებენ, რასაც შედეგი ვერ ექნება, თუ პროცესი უმრავლესობასთან ერთად არ მიმდინარეობს. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.