ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფულს რუსეთიდანაც მიიღებენ, ტაივანიდანაც, რათა ქვეყნის არევ-დარევას მოახმარონ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფულს ყველა ქვეყნიდან მიიღებენ, რუსეთიდანაც, ტაივანიდანაც, რათა ქვეყნის არევ-დარევას მოახმარონ, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარია და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ცინიკურ პოლიტიკას მიმართავენ.
„დიდი ხანია პოლიტიკურ გულწრფელობაზე საუბარი არ არის, ეს არის ცინიკური პოლიტიკა, რომელსაც ელენე ხოშტარია და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მიმართავენ. ისინი ფულს რუსეთიდანაც მიიღებენ, ტაივანიდანაც და ყველა ქვეყნიდან. კიდევ არ ვიცით, საიდან რას იღებენ. მათი მიზანია, ეს ფული ქვეყნის არევ-დარევას მოახმარონ და ის რეჟიმი მოატრიალონ, როცა საზოგადოებას აბულინგებდნენ და ჩაგრავდნენ. იმ რეჟიმმა ბოლო საგარეო პოლიტიკური კურსი ლამის ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის სინგაპურიზაციად, რადგან არც სურვილი და არც მოლოდინი არავის ჰქონდა, რომ ისინი რაიმე ევროპულს გააკეთებდნენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.