ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიცია მოპარული ფულით საზრდოობს, რომელიც კეზერაშვილმა და სააკაშვილმა საზღვარგარეთ წაიღეს, ნაქურდლის გადასანაწილებლად მეპატრონესთან დადიან
ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიცია მოპარული ფულით საზრდოობს, რომელიც კეზერაშვილმა და სააკაშვილმა საზღვარგარეთ წაიღეს, ნაქურდლის გადასანაწილებლად მეპატრონესთან დადიან

ქართველ ხალხს ქართული ჯარისგან მოპარული ფულით ნასაზრდოები ოპოზიცია არაფერში სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია ქართული ბიუჯეტიდან მოპარული ფულით საზრდოობს, რომელიც კეზერაშვილმა და სააკაშვილმა საზღვარგარეთ წაიღეს. ბუნებრივია, რომ ამ ნაქურდლის გადასანაწილებლად ნაქურდლის მეპატრონესთან დადიან, რათა თავიანთი ე.წ. გამარჯვება მოიტანონ 26 ოქტომბერს, თუმცა ქართველ ხალხს ქართული ჯარისგან მოპარული ფულით ნასაზრდოები ოპოზიცია არაფერში სჭირდება. ამიტომ, რაც მეტს ივლიან, თავიანთი თავის მით მეტ ლუსტრაციას მოახდენენ. კეზერაშვილს კონკრეტული მიზანი აქვს – ხელისუფლებაში მოტრიალების მცდელობა და მისთვის სასურველი პერსონები როგორ პოზიციაზე იქნებიან განლაგებული. სწორედ ამაზე მიდის ვაჭრობა – ამას დამინიშნავ და ამდენს გადავიხდი, ასეთი ნაციონალური რუტინაა დიადი საქართველოს სახელით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.