ირაკლი ქადაგიშვილი - ქართული სასამართლო და საერთაშორისო გამოძიება კეზერაშვილს ედავება ფულის გამოძალვას, ვფიქრობ, აქედან გამომდინარე უთხრა აშშ-მა ვიზაზე უარი
ირაკლი ქადაგიშვილი - ქართული სასამართლო და საერთაშორისო გამოძიება კეზერაშვილს ედავება ფულის გამოძალვას, ვფიქრობ, აქედან გამომდინარე უთხრა აშშ-მა ვიზაზე უარი

ქართული სასამართლო და საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო ინტენსიურადაა ჩართული, იძიებს და ედავება კეზერაშვილს უკანონო გზით ადამიანებისგან ფულის გამოძალვას, ხოლო შემდეგ ამ ფულის გათეთრებასა და გამოყენებას. ეს საკითხი ცნობილია, როგორც ევროპელი პენსიონერების ძარცვა, ამან უკვე ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ მძიმე დანაშაულების გამო არ მისცა აშშ-მა ვიზა დავით კეზერაშვილს.

„ეტყობა, უკვე სამართლებრივი საფუძვლები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ გამოკვეთილია გამოძიების პერიოდში, ვფიქრობ, აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ. იქ მითითებაა სწორედ ფულის გათეთრებაზე, რაც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე სამართალდარღვევად და დანაშაულად ითვლება. ალბათ კარგი იქნება, თუ ეს გავრცელდება კონკრეტულად ევროპის იმ ქვეყნებზეც, რომელი ქვეყნის პენსიონერებსაც მანიპულაციების გზებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.