ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი საკუთარი გზავნილებით პოზიტივისკენ თუ იქნება მიმართული, შემდგომი პროცესისთვის მის მოხსენებას დადებითი მნიშვნელობა ექნება
პრეზიდენტი საკუთარი გზავნილებით პოზიტივისკენ თუ იქნება მიმართული, რა თქმა უნდა, შემდგომი პროცესისთვის მის მოხსენებას დადებითი მნიშვნელობა ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტის მოხსენებაში მაინც ბოლო პერიოდის რიტორიკა თუ იქნება, როცა ბრალდებებით გამოირჩევა ხოლმე, ასეთი გამოსვლა ხელს არ შეუწყობს, მათ შორის, პოლარიზაციის მოხსნას. ვნახოთ, როგორი განწყობით იქნება პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.