ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მმართველ პარტიას რას ეტყვის ან ოპოზიციას, სახელმწიფოს იმიჯზეც უნდა ფიქრობდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მმართველ პარტიას რას ეტყვის ან ოპოზიციას, სახელმწიფოს იმიჯზეც უნდა ფიქრობდეს

სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, სასამართლოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს, მაგრამ სასამართლოს სააკაშვილის დაცვა უმტკიცებდა, რომ ეს ადამიანი მოწამლეს, აწამეს და მკურნალობას არ უნიშნავენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს წინაშე ამ უმძიმესი ბრალდებების გასამყარებლად ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა დაცვის მხარემ.

„მოსამართლეს რა ექნა, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდებების გამამყარებელი დოკუმენტი ვერ მოიტანა. მოსამართლეს მაინც „დიახ“ ეთქვა – სახელმწიფომ მოწამლა და აწამაო? პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება. მისი განცხადებები იმ მეინსტრიმშია ჩამჯდარი, რომელსაც „კეთილისმსურველები“ ხშირად აკეთებენ ხოლმე, რომელთაც ერთხელაც არ მოუწოდებიათ სააკაშვილისთვის, რომ ექიმების დანიშნულება შეასრულოს და საკვები მიიღოს. კამპანიის ნაწილი ხდება ეს ყველაფერი. პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მმართველ პარტიას რას ეტყვის ან ოპოზიციას, სახელმწიფოს იმიჯზეც უნდა ფიქრობდეს. როცა ყოფილი პრეზიდენტი თანახმაა, სიმულაციით სახელმწიფოს ზიანი მიაყენოს, ალბათ უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს სახელმწიფოს დასაცავად და არა რომელიღაც პარტიის დასაცავად ან გასაკრიტიკებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ნათქვამია: „სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. ერთი რამ ცხადია, ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“.