ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერმა რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დაასახელა ის, რაც გაცხადებულია და მთელმა მსოფლიომ იცის
ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერმა რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დაასახელა ის, რაც გაცხადებულია და მთელმა მსოფლიომ იცის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დაასახელა ის, რაც გაცხადებულია და მთელმა მსოფლიომ იცის.

ქადაგიშვილის თქმით, პრემიერმა სწორედ ის ობიექტური მოცემულობა აღნიშნა, რაც ბუქარესტის სამიტზე ყველა გამომსვლელმა სხვადასხვა სიტყვით გაიმეორა.

„პრემიერს როცა ჰკითხეს, რა არის რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, დაასახელა ერთ-ერთი მიზეზი, რაც ღია, გაცხადებულია და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნატო-ში უკრაინის სწრაფვა, ისევე როგორც საქართველოსი, რუსეთისთვის მიუღებელი იყო. ომის დაწყების წინა პერიოდს თუ გადავხედავთ, მათ შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგს, რაც იყო ამერიკას, რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის დაწყება-არდაწყებაზე, უმთავრესი საკითხი ეს იყო. სწორედ ის ობიექტური მოცემულობა აღნიშნა პრემიერმა, რაც ბრატისლავის სამიტზე ყველა გამომსვლელმა სხვადასხვა სიტყვით გაიმეორა. ამავდროულად, თუ ვინმეს უნდა კითხვის ისე დასმა, ეს არის თუ არა ლეგიტიმური და გამამართლებელი მიზეზი რუსეთის აგრესიის, რა თქმა უნდა, არა. ამართლებს თუ არა ეს რუსეთს? რა თქმა უნდა, არა. ასეთი მარტივი საკითხი შეგვიძლია, საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზად ვაქციოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.