ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი, რომელსაც ასეულობით საქმე აქვს აღსრულებული, დღეს ამბობს, რომ სამართალს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს
პარლამენტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება იმ ლოგიკის მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ჩემი პიროვნული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში სამართალმა არ უნდა იმუშაოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებული ნიკა მელიას განცხადება არ არის კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული განცხადება. მისი თქმით, პარლამენტი საქართველოში კანონისა და სასამართლოს გაუქმების მომხრე ვერ იქნება.
„პარლამენტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება იმ ლოგიკის მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ჩემი პიროვნული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში სამართალმა არ უნდა იმუშაოს, ვერ გამოვა იმ მოცემულობიდან, როდესაც პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი და პიროვნება, რომელიც იყო კანონის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღმსრულებელი და ასეულობით საქმე აქვს აღსრულებული, დღეს ამბობს, რომ ამას დღეს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს. მისი განცხადება ეს არ არის კონკრეტული სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული განცხადება, რომ მე გირაოს არ გადავიხდი ამა და ამ სამართლებრივი მოსაზრებების გამო, ის პირდაპირ, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ემუქრება, აბა ერთი, მოვიდეს ვინმე და ხელი დამაკაროს, მოვიდეს სასამართლო, სახელმწიფო და ჩემს უკანონო ქცევასა და საქციელზე, იმიტომ, რომ მე ამას ასე აღვიქვამ და ასე მომწონს, პასუხი მომთხოვოს. პარლამენტი ვერ ვიქნებით ჩვენივე ხელით საქართველოში კანონის და სასამართლოს გაუქმების მომხრე, რაც არ უნდა თანამდებობა და პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას ვხედავდეთ.
ჩვენ რომ ამ პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას ვხედავთ, იმიტომაც მივდივართ ამ გზით, რომ არ ვუწყვეტთ უფლებამოსილებას იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც ჯერ კიდევ საბოტაჟისა და ბოიკოტის რეჟიმში არიან. ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ჩვენ სწორედ ვართ მომსწრე, რომ ეს პოლიტიკური ველი საბოლოოდ უნდა იყოს ჩამოშლილი. რა თქმა უნდა, აქ ყოველთვის დამცველად მოევლინებათ ხოლმე, ამ სიტუაციის ასაწევად იგივე ის გავრილოვი, რომლის პროვოკაციაც იყო ყველაზე დიდი პროვოკაციის დაწყების საბაბი, საქართველოს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა. დღესაც, ამ დიალოგის ჩასაშლელად სწორედ მოახდინეს სასამართლოზე ასეთი შეტევა, როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სამართალი და სასამართლო არ მაინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.