ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ აქციები ადრე თუ გვიან ჩაცხრება, ამიტომ ცდილობენ, რამენაირად მუხტი თავის ხელში გადაიტანონ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ აქციები ადრე თუ გვიან ჩაცხრება, ამიტომ ცდილობენ, რამენაირად მუხტი თავის ხელში გადაიტანონ

ოპოზიციას ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ სწყალობს. ოპოზიციაში იციან, რომ ეს აქციები ადრე თუ გვიან ჩაცხრება, ამიტომ ცდილობენ, რომ რამენაირად მუხტი თავის ხელში გადაიტანონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს და ურჩევს, „მუშტების ქნევას თავი დაანებონ“ და არჩევნებს დაელოდონ.

„აქციები არის გარედან გამოკიდებული ბანერის ბრმად მიმდევართა აქტიურობა. დრო გავა და ეს ადამიანები დაინახავენ, თურმე რა მნიშვნელოვანი ყოფილა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, რადგან ამის გარეშე საქართველო ვერცერთ თავის საუკეთესო მიზანს ვერ მიაღწევს, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეეხება ოპოზიციას და მის გეგმას, მათ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ სწყალობს და იციან, რომ ეს აქციები ადრე თუ გვიან ჩაცხრება, ამიტომ ცდილობენ, რომ რამენაირად მუხტი თავის ხელში გადაიტანონ. თუმცა, რაც ეს გაცხადდება, ეს მუხტი უფრო მალე ჩაცხრება. ჰაერში მუშტების ქნევას თავი დაანებონ, არჩევნები ოქტომბერში იქნება და ყველაფერი იქ გამოჩნდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.