ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის წარმატების იმედი არ აქვთ და სურთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ეს არჩევნები დროებითი იქნება და „ნაცმოძრაობის“ მოტრიალება დროებით მოგიწევთო
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის წარმატების იმედი არ აქვთ და სურთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ეს არჩევნები დროებითი იქნება და „ნაცმოძრაობის“ მოტრიალება დროებით მოგიწევთო

საზოგადოებაში ოპოზიცია იმდენად არაპოპულარულია, რომ მათი სახით რაიმე წარმატების იმედი არ აქვთ. ამიტომ ხალხს ეუბნებიან, ეს ოპოზიცია მაინც აირჩიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთწლიანი იქნებაო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში ქარტიის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა და ქარტია ისევ მათთვის იქნება კონტრპროდუქტიული.

„მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა უნდათ იმით, რომ ეს არჩევნები დროებითი იქნება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოტრიალება დროებით მოგიწევთო. ეს ის სატყუარაა, რითაც ქართული ამომრჩევლის მოტყუება სურთ. პოლიტიკური შინაარსი ეს არის, რაც საზოგადოებაში მიუღებლობას იწვევს. ქარტია ისევ მათთვის იქნება კონტრპროდუქტიული. ოპოზიციაში ქარტიის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა, რადგან იციან, რომ მეორეჯერ შეიძლება, დაკარგონ შანსი, რომ პარლამენტში ისევ მოხვდნენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.