ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალური ფრთა არანაირი შეთანხმების მიღწევაზე არ არის თანახმა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალური ფრთა არანაირი შეთანხმების მიღწევაზე არ არის თანახმა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა არანაირი შეთანხმების მიღწევაზე არ არის თანახმა.

ქადაგიშვილის განცხადებით, მათ აქვთ ერთადერთი სურვილი, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს არალეგიტიმური გზით და შემდეგ მათი კარნახით ჩატარდეს ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, რასაც მხარს არავინ არ უჭერს არც ქვეყნის შიგნით, არც მის გარეთ.

„ოპოზიციისთვის დანარჩენი საკითხები უინტერესო დოკუმენტია, რომელიც ევროპულმა მედიაციამ დადო. მათთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, კოჭლიც უწოდეს და დააფიქსირეს, რომ არც რურუა არის მთავარი, მელია ხომ საერთოდ, რომელიც მძევლად ჰყავთ აყვანილი. მათთვის მთავარი არ არის არავის გამოშვება. მათი მიზანია, ხელისუფლების შეცვლა და ისინი ამისთვის ყველანაირ დესტაბილიზაციის გეგმას მიმართავენ. გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას? – ჩვენ ყველა ეტაპზე ვამბობთ, რომ მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ინდივიდუალურად, ასევე უკეთესი იქნებოდა, თუ ეს იქნებოდა საერთო შეთანხმება. აქედან გამომდინარე, არჩევანი გასაკეთებელი აქვთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ექვსი თვეა ვერ გარკვეულან, საით არიან – საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ. ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ, თუ დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი აღრეულია მათ პოლიტიკურ აზროვნებაში. მოვუწოდებ, რომ ჩამოყალიბდნენ.

ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან გარკვეულ განცხადებებს და ამ განცხადებებზე ყოველთვის ვპასუხობთ კეთილგანწყობით. მათ ვთავაზობთ, რომ მობრძანდნენ და დოკუმენტის გარშემო საგნობრივი საუბარი დავიწყოთ. ვნახოთ, ეს კვირა შეიძლება, ამ საგნობრივი საუბრის ადგილი იყოს გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, მათ შორის, „გირჩისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.