ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნარატივი რიგგარეშე არჩევნებზე არის ნეგატიური დღის წესრიგის შედეგი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნიათ და ორიენტირებული არიან შავი პიარით, აკრძალული მეთოდებით გააგრძელონ ბრძოლა, რაც მათი დამახასიათებელი ხელწერაა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ქადაგიშვილმა განუცხადა, ოპოზიციის ნარატივი რიგგარეშე არჩევნებზე არის ნეგატიური დღის წესრიგის შედეგი.
„ოპოზიციის აბსოლუტურ უმრავლესობას რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, რადგან რიგგარეშე არჩევნებზე მათი შანსები კიდევ უფრო დაბალია. „ქართული ოცნების“ დაზიანებაზე აწყობილი ნარატივი აქვთ, ამის უკან არანაირი რეალური გათვლა არ აქვთ. ჩვენი გეგმითა და შეთავაზებით მივდივართ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.