ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მხრიდან პარალელური პროცესის დაწყება არის თვალის ახვევა, თითქოს ისინი მართლები არიან და ხელისუფლება მტყუანი
ოპოზიციის მხრიდან პარალელური პროცესის დაწყება არის თვალის ახვევა, პროცესის ტორბედირება და რა თქმა უნდა, ახლა ფუთავენ სხვადასხვანაირად, ისე გამოჩნდეს, თითქოს, ისინი მართლები არიან და ხელისუფლება – მტყუანი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში ხდება.
„იქ ვერ მივალთ, სადაც პარლამენტის მუშაობის ბოიკოტის რეჟიმია ჩართული. პარლამენტმა ის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მიიღოს, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. რადიკალური ოპოზიციის ფრთა პარლამენტში სამუშაოდ არ მოდიან და ჩვენ სად მივიდეთ, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება? – გადაწყვეტილებები მიიღება პარლამენტში, უმრავლესობასთან ერთად. ოპოზიციის მხრიდან პარალელური პროცესის დაწყება არის თვალის ახვევა, პროცესის ტორბედირება და რა თქმა უნდა, ახლა ფუთავენ სხვადასხვანაირად, რომ ისე გამიჩნდეს, თითქოს, ისინი მართლები არიან და ხელისუფლება – მტყუანი. გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში ხდება და როცა პარლამენტში არ მოდიან, არ სხდებიან სამუშაო ჯგუფებში და გვეუბნებიან, სადღაც სასტუმროში შევიკრიბოთ და იმ სასტუმროში რა ვქნათ, როცა პარლამენტში არ უნდათ შემოსვლა და მუშაობა? – ჩვენ ამ პროვოკაციულ პოლიტიკას არასოდეს არ გავყვებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.