ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციამ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკოს, ქვეყნის ინტერესებშია 12 რეკომენდაციის გარშემო კონსენსუსის მოძებნა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციამ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკოს, ქვეყნის ინტერესებშია 12 რეკომენდაციის გარშემო კონსენსუსის მოძებნა

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენ ერთჯერადად დათმობაზე წავალთ, რომ მთავარი მიზანი 12 რეკომენდაციის შესრულება, ამა თუ იმ გამოგონილი საბაბის გამო, საფრთხის ქვეშ არ დადგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკოს და ქვეყნის ინტერესებშია 12 რეკომენდაციის გარშემო კონსენსუსის მოძებნა.

„ქმედება, რაც ოპოზიციამ ამ პერიოდში 12 რეკომენდაციის შესრულების დროს განახორციელა, არის დესტრუქციული პოზიცია, ფაქტობრივად, ულტიმატუმი იყო მათი მხრიდან, რომ არ მიიღებდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას. გამომდინარე აქედან, ჩვენ არანაირი დათმობა არ გვექნება არანაირ ულტიმატუმზე. ჩვენ ამ საკანონმდებლო პროცესს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავისი საკანონმდებლო ინიციატივები დააყენონ, ყოველ შემთხვევაში ყველა საკანონმდებლო წინადადება საბოლოო ჯამში უმრავლესობის მეშვეობით მიიღება, გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ობსტრუქციას და ულტიმატუმის ენით ლაპარაკს ჯობია, რომ უფრო კონსტრუქციულები იყვნენ.

რაც შეეხება პროკურატურასთან დაკავშირებულ საკითხს, ჩვენ ამას ხაზგასმით ასე ვამბობთ, რომ ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ზოგადად რომ თანამდებობებზე ადამიანები გამწესდნენ 3/5-ით 2/3-ით. ევროპაში ასეთი პრაქტიკა არ არსებობს საკანონმდებლო ასეთი ბაზა არ არის. ეს ეწინააღმდეგება ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციური მშენებლობის პრინციპებს, მაგრამ რადგან საქართველოში რატომღაც ეს თემა გახდა აქტუალური, მათ შორის ამ შარლ მიშელის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენ ერთჯერადად ამ დათმობაზე წავალთ, რომ მთავარი მიზანი – 12 რეკომენდაციის შესრულება, ამა თუ იმ გამოგონილი საბაბის გამო საფრთხის ქვეშ არ დადგეს. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, მათ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკონ და ქვეყნის ინტერესებშია ამ 12 რეკომენდაციის გარშემო კონსენსუსის მოძებნა. მათ ეს ამ ზაფხულს არ გააკეთეს, იმედი დავიტოვოთ,რომ სასესიო პირობებში შემოდგომაზე რაღაც საკითხებზე კონსენსუსი იქნება მიღწეული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.