ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციამ სამუშაო შეხვედრებზე საბოტაჟის რეჟიმი გააგრძელა, ეს გახუნებული პოლიტიკური სიმღერაა, რომელიც შემოდგომაზე ისევ დაიკვრება
ოპოზიციას გულწრფელი სურვილი რომ ჰქონოდა საქართველოს დახმარებოდა რეკომენდაციების შესრულებაში, სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებოდა და იქნებოდა კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, რაღაცაზე შეთანხმება, რაღაცაზე ვერ შეთანხმება, თუმცა იქნებოდა რეალურად სამუშაო პროცესი მათი მონაწილეობით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, შეთანხმების ველი იყო ივნისი, ივლისი, აგვისტო, რა დროსაც სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ და ნაწილი სექტემბერშიც აგრძელებს მუშაობას, ამ პროცესებში ოპოზიცია მიზანმიმართულად არ ჩაერთო.
„ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში იყო ჩართული, იქ ჩვენ ვნახეთ, რომ არასამთავრობოებს, ოპოზიციას და უმრავლესობას შორის იყო კამათიც აზრთა გაცვლა-გამოცვლად და რეალურად ვხედავდით ხოლმე პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია, ან რომლის გადაწყვეტას სხვა მექანიზმების ჩართვა სჭირდება, ან რომელიც არ არის დრეს აქტუალური აქტუალური და ა.შ. ამ სამუშაო ვითარებაში ხდება ხოლმე დანახვა, რაში შეიძლება შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მათ ამ გზას ყველამ დავინახეთ, რომ უარო უთხრეს.
ახლა სურთ, შექმნან იმიტაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვმუშაობდით, მოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენი კანონპროექტები შემოგვაქვს – ან დაეთანხმებით ამას ან არადა იტყვიან, რომ ნუ ხელისუფლება არ ასრულებს ამ 12 პუნქტს. ჩვეულებრივი საბოტაჟის რეჟიმი გააგრძელეს მათ, ამას გაიმეორებენ საშემოდგომო სესიაზეც. უმრავლესობასთან შეთანხმების გარეშე რომ გამოგაქვს რაღაცა კანონპროექტი, ის განწირულია ჩავარდნისთვის. შეთანხმების ველი იყო მთელი ივნისი, ივლისი, აგვისტო, რა დროსაც სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ და ნაწილი სექტემბერშიც აგრძელებს მუშაობას, არსად ამ პროცესში ისინი მიზანმიმართულად არ ჩაერთნენ, რადგან პროცესში ჩართულობა რეალურ შედეგამდე მიიყვანდა. ახლა ისინი მოვლენ, რაღაცა თავის პოზიციებს წარმოადგენენ ულტიმატუმის სახით იტყვიან, მიიღებთ ან არ მიიღებთ და ბუნებრივია, ასე არ ხდება საკანონმდებლო პროცესი, ასე არ ხდება კონსენსუსის მოძებნა და გააგრძელებენ თავიანთ დესტრუქციულ პოლიტიკას. იტყვიან, რომ ჩვენ შემოთავაზებულ კანონპროექტებს არ იღებენ, ამიტომ უნდა მოვაწყოთ რევოლუცია და ეს ძველი გახუნებული მათი პოლიტიკური სიმღერა, ისევ შემოდგომაზე ახლიდან დაიკვრება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.