ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციამ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანა, მათი ქმედებები პოლიტიკური ხულიგნობის მასშტაბს ვერ სცდება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციამ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანა, მათი ქმედებები პოლიტიკური ხულიგნობის მასშტაბს ვერ სცდება

ოპოზიციამ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა ხელაღებით თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანა, მათი ქმედებები პოლიტიკური ხულიგნობის მასშტაბს ვერ სცდება, –  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ადრე თუ გვიან ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა.

„ოპოზიციამ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა ხელაღებით თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, არგუმენტი ვერ მოიტანა. ახლა უკანა სვლის ნაბიჯების მოფიქრება ძალიან რთულია, ამიტომ დროებით უნდა მოთელონ და დაღალონ ვითარება. ბოლოს, ადრე თუ გვიან, ალბათ უფრო საგაზაფხულო სესიისკენ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა. ოპოზიციის ქმედებები პოლიტიკური ხულიგნობის მასშტაბს ვერ სცდება. რამდენიმე ადამიანი როცა გზას კეტავს, ხალხში უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ უკმაყოფილება ისევ ამ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიემართება. პარლამენტში სწრაფად შემოსვლა მათ უხერხულობას უქმნის, საგაზაფხულო სესიის გახსნისას ვნებათაღელვა შედარებით დამცხრალი იქნება და ბევრი შიგნიდან იტყვის, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა უაზრობაა. ამიტომ მათი რაღაცა ნაწილი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, პარლამენტში შესვლას მოითხოვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.