ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, ამომრჩეველთან ურთიერთობაში ბოლომდე ღია და მართალი არ იყოს
ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, ამომრჩეველთან ურთიერთობაში ბოლომდე ღია და მართალი არ იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ანა წითლიძის მისამართით პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებაზე, რა დროსაც დაუშვილმა აღნიშნა: „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“.
„როცა რამდენიმე საკრებულოში თანამშრომლობის ისეთ ფორმას მიმართავ, რაც საკრებულოში საკუთარი ძალაუფლების შექმნას ემსახურება, ეს არის სწორედ ალიანსი და თანამშრომლობა. ამ გამოყენება-გამოყენებაში საბოლოოდ გამოყენებული თავად თუ დარჩებიან, კარგი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.