ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე, სრული ფიასკო აქვთ
ექვსთვიანი ფარსი, რომლის მონაწილეები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რისგანაც საბოლოო ჯამში, ისე დაზიანდნენ, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ, ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და მუშაობაზე. ანუ, სრული ფიასკო აქვთ განცდილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თამარ ჟვანიაზე ახლა ზოგადი განცხადებებით საუბრობენ.
„ახლა ამ სრული ფიასკოდან გამოსავალი არ აქვთ, იმალებიან და ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი კომისიაზე, რომელმაც უნდა გამოიძიოს, თამარ ჟვანიადან დაწყებული, ნებისმიერი მოხელის გადაცდომა და ამას ემალებიან. ახლა ზოგადი განცხადებები აქვთ თამარ ჟვანიაზე და ჩანს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.