ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას გულიმოდგინებით ელოდებოდა და პირველივე წუთებიდან დაიწყეს სპეკულირება
ოპოზიცია, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ხედავს, რომ ხდება ბუნებრივი სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგედიისა და ტრაგიკული შედეგებით სპეკულირება პოლიტიკოსების მხრიდან.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ სპეკულაციისათვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მათ შორის, პარლამენტს, ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ კანონით მონიჭებული უფლებები გამოიყენეთ, მაგრამ არ ვიქნებით სპეკულაციის თანამონაწილეები. ეს არის ჩვენი პასუხი. ვნახეთ, რომ სტქიქიის მოხდენის წუთებიდან ბრალდებების სერია დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, რომ ოპოზიცია, რომელიც არის ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაში გაუაზრებელი და მავნე პოლიტიკური გზავნილებით, თითქოს დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა, რომ რაიმე უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება. მომხდარი უბედურების მაშინვე პოლიტიკაზე გადათარგმნა დაიწყეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.