ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია რაც ნაკლებად შეეცდება პროცესის დაზიანებას, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ოპოზიციისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია რაც ნაკლებად შეეცდება პროცესის დაზიანებას, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ოპოზიციისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, 12 რეკომენდაციის შესრულებისას პატრიოტიზმი გამოიჩინონ, მათთვის ეს ულტიმატუმია და რასაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებს, ეს არც ულტიმატუმი ყოფილა, არც საბოტაჟი, არც ბოიკოტი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია რაც ნაკლებად შეეცდება ამ პროცესის დაზიანებას, მით უფრო უკეთესი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ოპოზიციისთვის.

„საუბრობენ, რომ ახლა ჩაერთვება პროცესში, მათ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მთელი ზაფხული საერთოდ არ შემოუხედავთ. ახლა თითქოს ერთვებიან და პარალელურად უნდათ, რომ თქვან, ჩავერთეთ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. სახალხო დამცველის არჩევის წესზე ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია. დაუსრულებელია პრეტენზიები, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ დაუსრულებელი პრეტენზიებით კონსესუსი არ დგება და საქართველოსთვის უნდა იმუშაონ და არა იმისთვის, რომ ხელისუფლება რამენაირად დააზიანონ“, – განახცადა ქადაგიშვილმა.