ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია, მასთან აფილირებული მედია, არასამთავრობო სექტორი დაინტერესებული არიან, საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მიიჩნევენ, რომ ეს იქნება მათი პოლიტიკური პერსპექტივის დასასრული
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომოტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში მორიგი შეფერხება ნახოს.
„ევროკომისიამ თქვა, რომ სამი რეკომენდაცია სრულად შესრულდა, დანარჩენში კარგი პროგრესია, დეპოლარიზაციასა და მედიაზე კი წუხილი იყო გამოთქმული. ოპოზიცია, მასთან აფილირებული მედია და არასამთავრობო სექტორი სასიცოხლოდ არიან დაინტერესებული, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება მათი პოლიტიკური პერსპექტივის დასასრული, ამიტომ ბეჯითად იმუშავებენ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.