ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ძალიან გათიშული, დაბნეულია და არ იცის, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგას
ოპოზიცია ძალიან გათიშულია, დაბნეულია და არ იცის, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს, გამოკვეთოს ახალი კონტურები, მაგრამ ვერც ერთ საკითხში კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
„ცდილობენ, რაღაცნაირად, იქნებ გამოკვეთონ ახალი კონტურები, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერც ერთ საკითხში ოპოზიციური კონსესუსი ვერ დგება, რადგან მთავარ საკითხში ვერ შედგნენ. მთავარი საკითხი ის იქნებოდა, თუ ოპოზიცია იტყოდა, რომ ისინი ერთიანდებიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი 12 პუნქტის შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია მართლა კონსოლიდირებული იქნებოდა და მას გამოუჩნდებოდა სულ სხვა სახე, მაგრამ ოპოზიციის საბოტაჟის პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ვერ თანხმდებიან კონკრეტულად, ვინ უნდა იყოს საბოტაჟის მთავარი მომხმარებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.