ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ცდილობს, ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ამით სპეკულირება ბევრჯერ ვიხილეთ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ცდილობს, ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ამით სპეკულირება ბევრჯერ ვიხილეთ

ოპოზიცია ცდილობს, ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, მაშინ, როცა ხელისუფლებას პირდაპირი დანაშაული ამა თუ იმ ტრაგედიაში არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის ტრაგედიის გამოყენების გარდა, ოპოზიციას სხვა დღის წესრიგი არ აქვს.

„სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში ვნახეთ, ოპოზიცია ადამიანების სიკვდილით როგორ სპეკულირებდა, მათ შორის ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის შემთხვევაში. ბევრი ასეთი შემთხვევაა, როცა ადამიანი კვდება და იწყება აღვირახსნილი კამპანია, რომ ამ ადამიანის სიკვდილის გამო, ხელისუფლება უნდა გადადგეს. ოპოზიციას ხელისუფლებასთან ოპონირების და ხელისუფლებაში მოსვლის სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმის, რომ ადამიანის ტრაგედია ასე უსინდისოდ გამოიყენონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.