ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია იქნებოდა, ხაბეიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე, მათი პოლიტიკური წონა დამოკიდებული იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც იყო გაიგივებული მიხეილ სააკაშვილთან
ნიკა მელია იქნებოდა, ხაბეიშვილი თუ ადრე გრიგოლ ვაშაძე, მათი პოლიტიკური წონა დამოკიდებული იყო იმ დრონდელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც იყო გაიგივებული მიხეილ სააკაშვილთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია“.
„ფრაგმენტაციის შემდეგ, დამოუკიდებლად ამ ადამიანების პოლიტიკური წონა და რეიტინგი რამდენად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ მათ პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას, გარდა აჟიოტაჟისა, რაიმე მნიშვნელივანი ინტელექტუალური ან ელექტორალური ცვლილება მოჰყვეს, ამაში დადებით პროგნოზს ვერ ვხედავ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.