ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისის ქვეშაა, მათი გადაადგილება არის ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე, ვერც ყოფილი, ვერც ახალი თავმჯდომარე ვერ იქნებიან პოლიტიკური გარღვევის მომხდენი
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისის ქვეშაა, მათი გადაადგილება არის ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე, ვერც ყოფილი, ვერც ახალი თავმჯდომარე ვერ იქნებიან პოლიტიკური გარღვევის მომხდენი

„ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისის ქვეშაა, მხოლოდ საგარეო განცხადებებით არსებობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს გადაადგილება არის ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე, რადგან ვერც ყოფილი, ვერც ახალი თავმჯდომარე ვერ იქნებიან პოლიტიკური გარღვევის მომხდენი პარტიის და, მით უმეტეს, ქვეყნის მასშტაბით.

„მათ არც ქარტია შველით, არც უცხოური განცხადებები, რაც მათი ერთადერთი მკვებავი წყაროა. ისინი ვერ გაერთიანდებიან და ცალ-ცალკე მოუწევთ გამოსვლა. სხვა სურათი არც ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში იქნებოდა, რადგან მათი უმეტესობა პოლიტიკაში პირადი მიზნებითაა და არა ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.