ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე არაფორმალური მმართველობაა ჩამოყალიბებული, შიდა დაპირისპირება კულმინაციას აღწევს, რაც პირდაპირ აისახება ამომრჩეველზეც
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე არაფორმალური მმართველობაა ჩამოყალიბებული.
ქადაგიშვილის თქმით, ერთი არის სააკაშვილის არაფორმალური მმართველობა, მეორეა მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ადეიშვილის ტრიუმვირატი, ხოლო მესამე არფორმალურ ლიდერად რჩება ნიკა მელია.
„გამწვავებული აქვთ შიდა ბრძოლა და დაპირისპირება, კულმინაციას აღწევს. ეს პირდაპირ აისახება ამომრჩეველზეც. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც აქტორი, მომავალი არჩევნებისთვის შემცირებული იქნება. რაც შეეხება მელია-ჩარკვიან-დეკანოიძეს, საქმე ისეა, როგორც დათა თუთაშხიას სეთური რომ ეუბნება, წადი, იმას ეს უთხარი, ამას – ისო. უკვე ეს არის ღირებულებებისა და ფასეულობების სრული აღრევა და ურთიერთბრალდებების კასკადი, რაც საპნის ოპერის ინტრიგაშია გადასული. ამის შედეგი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რადიკალური ოპოზიციის, კიდევ უფრო შესუსტება მომავალი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.