ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ჩრდილოვანი მმართველობის შედეგია, ადრე თუ გვიან მელიას პარტიის დატოვება მოუწევს და ალბათ პარტიის აქტივის ნაწილი მას გაჰყვება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ჩრდილოვანი მმართველობის შედეგია, რაც აღნიშნული პარტიისთვის პერსპექტივაში უფრო მეტად დამაზიანებელი იქნება.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ.
ქადაგიშვილის თქმით, ადრე თუ გვიან ნიკა მელიას პარტიის დატოვება მოუწევს და ალბათ პარტიის აქტივის ნაწილი მას გაჰყვება.
„მათი მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან კეზერაშვილის შედარება უსუსური მცდელობაა, რომ რამენაირად თავიანთი თავის მნიშვნელობას გაუსვან ხაზი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება, მაგრამ პარტიას უკვე ჩამოყალიბებული პრობლემა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება. ეს რომ იციან, ამიტომ ფიქრობენ, რომ მათი ნაგინები პრეზიდენტი დღეს საუკეთესოა და ნებისმიერ ტრაგედიას სიტუაციის გასამწვავებლად იყენებენ. დღე და ღამე ოცნებობენ, ქვეყანაში როგორმე რევოლუცია მოხდეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.