ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანური ბრძოლა მიმდინარეობს, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ამ პარტიის ელექტორალურ მდგომარეობაზე
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანური ბრძოლა მიმდინარეობს, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ამ პარტიის ელექტორალურ მდგომარეობაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩენილია მიზნის და იდეის გარეშე.

ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შიდა ერთობა არ გააჩნია.

„პარტიის შიგნით კლანური ბრძოლა მიმდინარეობს, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ამ პარტიის ელექტორალურ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი თან აისახება ძალიან მკვეთრად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.