ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც უკვე შიდა დესტრუქციამდე მივიდა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სრული პოლიტიკური ქაოსი.
მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა, რომელიც უკვე შიდა დესტრუქციამდე მივიდა.
„რიგგარეშე არჩევნებზე რასაც მუდმივად იძახდნენ, ეს რიგგარეშე არჩევნები, ის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია რაც ჰქონდათ შეთავაზებული, ეს რეალობა პარტიის შიგნით დაუდგათ. ამავდროულად, ხდება განსაზღვრა, ვის დააფინანსებს კეზერაშვილი და ვის მხარეს იქნება კეზერაშვილის ფული, რომელზეც ზოგიერთ ევროპარლამენტარს არ აქვს შეკითხვა, კეზერაშვილს ეს ფული საიდან აქვს? ნაძარცვი ფულით შექმნილი კაპიტალის განაწილებაზეა ახლა საუბარი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.