ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აღვიქვამ პასუხისმგებლიან გუნდად, რომელმაც შეიძლება, რამე მართოს, მათ შორის დედაქალაქი
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აღვიქვამ პასუხისმგებლიან გუნდად, რომელმაც შეიძლება, რამე მართოს, მათ შორის დედაქალაქი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი რეალობასთან არის აცდენილი.
„სამწუხაროდ, როგორც წესი, ოპოზიციის დღის წესრიგი რეალობასთან არის აცდენილი – ხან რევოლუციური სცენარი არ გამოუვათ, ხან მეორე რევოლუციურ სცენარს ადგებიან. არჩევნების მეორე ტურამდე ლამის ერთი კვირაა დარჩენილი და გაახსენდათ, რომ თურმე, არჩევნებია, დედაქალაქის საკითხებზე უნდა იმსჯელოს და გუნდი წარმოადგინოს. ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, ამ „ბასტია-ბუბუში“ არიან გახვეულებიო. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხისმგებლიან გუნდად არ აღვიქვამ, რომელმაც შეიძლება, რამე მართოს და მათ შორის დედაქალაქი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.