ირაკლი ქადაგიშვილი - მთავარია იმის დანახვა, რამდენად საჭირბოროტოა საკითხი, რაზეც კონსტიტუციურ კანონპროექტშია საუბარი
ირაკლი ქადაგიშვილი - მთავარია იმის დანახვა, რამდენად საჭირბოროტოა საკითხი, რაზეც კონსტიტუციურ კანონპროექტშია საუბარი

მთავარია იმის დანახვა, რამდენად საჭირბოროტოა საკითხი, რაზეც კონსტიტუციურ კანონპროექტშია საუბარი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, რომელიც თელავში გაიმართა.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ევროპის განვითარებული სახელმწიფოები დემოგრაფიული კვდომის პროცესში არიან და განგაშის ზარი აქვთ შემოკრული.

„როცა ვსაუბრობთ პროპაგანდის შეზღუდვასა და აკრძალვაზე, საუბარია იმაზე, რომ ეს არ უნდა გახდეს ქცევის ნიმუში, რადგან იწვევს ფიზიო-ბიოლოგიურ დონეზეც ადამიანის დეგრადირებას და მენტალურ დეგრადირებასაც. ამიტომ დღეს ევროპა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ ამ პრობლემას რაღაცნაირად უნდა მოევლოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.