ირაკლი ქადაგიშვილი - მოლაპარაკებათა შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტი ის ადგილია, სადაც იწყება კამათი და გადაწყვეტილების მიღება
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.
„ბოლო ინფორმაციებმა, რომელიც არჩევნების ბედთან დაკავშირებით გახმოვანდა, ყველას კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს, რომ ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის კონტრპროდუქტიული. პირიქით, იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა თემებია მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრებისთვის დაიხვეწოს, მათ შორის საარჩევნო სისტემა, სასამართლო ხელისუფლება და ა.შ. მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც იწყება საუბარი, კამათი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.